"გავიგეთ კარგად, რომ ივანიშვილის რეჟიმს დასავლეთის საბანკო სისტემაში პრობლემა აქვს და კონკრეტულად ამ ბანკთან, კრედიტ სუისთან. ოღონდ, საქართველო რა შუაშია? – ასე ეხმაურება გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ფირმა MKD-ს მორიგ განცხადებას.
მისი თქმით, ეს "უტიფარი ადამიანი" ყოველდღე, ღიად გვეუბნება, რომ ჩვენი ბედით ვაჭრობს იმისთვის, რომ იქ თავისი პრობლემა მოაგვაროს.
"არც შევალ იმ დისკუსიაში, ეს პრობლემა რამ და როგორ გამოიწვია. ყველა ვარიანტში მისი არჩევანების შედეგია. ვინმემ დააძალა, რომ იქ შეეტანა ფული და ეგ ტრასტი ჰქონოდა? ვინმემ დააძალა, რომ ისეთი რეპუტაცია შეექმნა თავისთვის და საქართველო ისეთ დღეში ჩაეგდო, რომ მასზე კითხვის ნიშნები ყოფილიყო პუტინის რეჟიმის დახმარებაზე? ვის აბრალებს ამას და საქართველო რა შუაშია?
„ეს ყველა განცხადება, თან რომ კომიკური შინაარსის არის ხშირად, რა ფორმითაც საუბრობს, რომ ამხელს პრესას და ა.შ. მთავარი არის, რაც ყველა მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია, ეს კაცი ყოველდღე გვეუბნება, რომ - მე თქვენი მეშვეობით ვაპირებ, რომ ჩემი პრობლემა გადაწვყვიტო, მათ შორის თქვენი მომავლის ხარჯზე. თქვენი მომავლის დაზიანებით, დასავლეთთან დაპირისპირებით იმიტომ, რომ მე მაქვს ბანკში პრობლემა ჩემი ფულისო. აი, ასეთ უტიფარ მოვლენასთან გვაქვს საქმე".“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.