საერთაშორისო ასპარეზზე ციხეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“. მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად ზის და პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ის პრობლემაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
ელისაშვილის მოსაზრებით, ქართული სახელმწიფოსთვის კატასტროფა იქნება, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში რაიმე დაემართოს.
"მას შევხედოთ, როგორც ადამიანს და როგორც ყოფილ ლიდერს. საერთაშორისო ასპარეზზე ციხეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“. მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად ზის და პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ის პრობლემაა. უცხოეთში რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავი, სადაც მკაფიოდ იდგა საკითხი არა მისი გათავისუფლების, არამედ ის, რომ არ შეიძლება, ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს და უღირსად ექცეოდნენ. ეს თავისტკივილი აქვს „ქართულ ოცნებას“. მგონია, რომ გარიგება მოხდება და თუ „ქართული ოცნება“ გარანტიებს მიიღებს, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.