დასავლეთის თვალში რუსეთი კორუმპირებული, დიქტატორული ქვეყანაა, რომელსაც სათავეში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უდგას.
ამის შესახებ ინფორმაციას " The Guardian"-ი ინტერნეტ-გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ " WikiLeaks "-მა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო მიმოწერის დოკუმენტები გამოაქვეყნა.
მათი მონაცემებით, თანამდებობის პირები, ოლიგარქები და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები რუსეთის ფედერაციასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები, რომლებმაც ერთად ჩამოაყალიბეს "ვირტუალური მაფიოზური სახელმწიფო" ქვეყნის ტერიტორიაზე. - წერს ბრიტანული გამოცემა " The Guardian "-ი.
საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, აშშ-ს პირველი პირები ფიქრობენ, რომ თავად პუტინია დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან.
იარაღის უკანონო გაყიდვა, ფულის გათეთრება, სამთავრობო სტრუქტურებში დამნაშავეების ხელის დაფარება, გამოძალვა, კვიპროსში ოფშორულ ბანკებში ანგარიშები - ასეა აღწერილი რუსული რეალობა ამერიკელი დიპლომატების მიმოწერაში.
ამასთან, "თჰე Gუარდიან "-ის ინფომაციით, წელიწადში რუსეთში ქრთამის სახით აღებული თანხა 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, რის გამოც სახელმწიფო მოხელეები ძალიან ცოტა თუ აგებს პასუხს.