რომის პაპმა ფრანცისკემ მომავალში, ჯანმრთელობის მდგომარების გამო, გადადგომის შესაძლებლობა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ მისთვის "ეს კარი ღიაა".
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, პაპის გადადგომაში არაფერი უცნაური არ არის.
"ეს არის სრულიად ნორმალური რამ, ეს არ არის კატასტროფა, შეგიძლიათ შეცვალოთ პაპი", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამჟამად არ ფიქრობს გადადგომის შესახებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში ამისთვის მზადებას არ დაიწყებს.
85 წლის რომის პაპი კანადაში ვიზიტის განმავლობაში, მუხლის ტრამვის გამო, პრაქტიკულად ვერ ახერხებდა სიარულს და დროის უმეტეს ნაწილს ეტლში ატარებდა.
"ვფიქრობ, ჩემს ასაკში და ამ შეზღუდვებით უნდა დავზოგო ენერგია, რომ ეკლესიას ვემსახურო, ან პირიქით, განზე გადგომის შესაძლებლობაზე ვიფიქრო“, - თქვა მან.
პაპის თქმით, ვერ გააგრძელებს "იგივე რიტმში მოძრაობას, როგორც ადრე".
"ვეცდები გავაგრძელო მოგზაურობა და ვიყო უფრო ახლოს ხალხთან, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის მსახურების გზა - ახლოს ყოფნა", - აღნიშნა პაპმა.
მოსალოდნელი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობებს რომის პაპმა ივლისის დასაწყისშიც უპასუხა. მაშინ მან თქვა, რომ გადადგომას არ გეგმავდა.