ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ის ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით, გამჭვირვალობით.
„ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი, რომ იტყვიან, გამორჩეული მთელ რეგიონში. ის კი არა, ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით, გამჭვირვალობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.