"გაუმარჯოს შვეიცარიელ ხალხს და იმ ბანკს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს პრობლემა შეუქმნა, დიდი მადლობა" - აცხადებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ტელეარხ "პირველის" ეთერში, გადაცემაში "რეაქცია.
"მინდა Credit Suisse-ს სადღეგრძელოთი დავიწყო. გაუმარჯოს ამ შვეიცარიელებს, გაუმარჯოს... ხომ შემიძლია ქალმა სადღეგრძელო ვთქვა - გაუმარჯოს იმ ხალხს, რომელიც ჩვენგან ძალიან შორს ზის, დიდად არც აქვთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რამხელა ზიანი მიაყენა ქართველობას და საქართველოს მოქალაქეებს ამ მმართველობამ და უპასუხისმგებლობამ მმართველობის მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და [გაუმარჯოს] იმ კომპანიას, რომელმაც დისკომფორტი შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს, ერთხელ მაინც და ალბათ არაერთხელ მომავალში, რომ ის შეაწუხა იმ ქცევებისთვის, რომელსაც ის წლების განმავლობაში ჩადის და რისთვისაც ის არც პოლიტიკურ, არც ეკონომიკურ ფასს არ იხდის.
რატომ დაწერეს ახლა ეს წერილი ღარიბაშვილმა და მერე ივანიშვილმა? იმიტომ რომ ძლივს, ვიღაცამ შეუქმნა მათ დისკომფორტი. ნურას უკაცრავად, შეუჩერეს, არა ჩამოართვეს, არამედ - შეუჩერეს 600 მილიონის გადარიცხვა. გაუმარჯოს ამ ხალხს, დიდი მადლობა.
"ქართულ ოცნებას" მინდა ვუთხრა, ჯინი უკვე გამოშვებულია ლამფიდან, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამხედრებულია... საერთაშორისო საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის სახე უკვე შექმნილია, როგორც ოლიგარქისა. ამ გემის შემოტრიალება აღარ იქნება. მას ურჩევნია, დროზე და მშვიდობიანად ჩაალაგოს ჩანთა და დროზე გაეცალოს მმართველობის ბერკეტებს", - თქვა ანა დოლიძე.