"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლის პირასაა და დაპირისპირებას ვეღარ მალავენ.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა განხეთქილება აშკარაა.
"ვეღარ მალავენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. "ნაციონალური მოძრაობა", არის ჩამოშლის პირას. მათ შორის ფინანსური რესურსები ვისაც ეკუთვნის, ის თავისას მიერეკება და ვინც სხვანაირად ფიქრობს, ის - თავისას, ამიტომ შიდა განხეთქილება არის აშკარა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცოტა ხნით ადრე, ირაკლი კობახიმემ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არის შიდა დაპირისპირება და დღეს ეს გამომზეურდა.
"შიდა პარტიული პრობლემებისა და განხეთქილების გარეთ გამოტანა მოუწია "ნაციონალური მოძრაობის" ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ ამ პარტიაში არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე. ბუნებრივია, პარტიაში არის ასეთი დაპირისპირება და ამის გამომზეურება მოხდა დღეს", - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" მესვეურების მოლოდინები "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშლაზე უკავშირდება ნიკა მელიას დღეს გავრცელებულ განცხადებას.