უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში, ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ელჩ კელი დგნანის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრები, არათუ სამი საათით, სამი წუთითაც არ შევხვედრიან ივანიშვილს.
"მთავარი ისაა, რომ თავად ამ შეხვედრის მონაწილემ [ბიძინა ივნიშვილმა] ეს დაადასტურა, ამავე შეხვედრის მეორე მონაწილემ [აშშ-ის ელჩმა] ეს შეკითხვა აიცილა თავიდან. პირველ რიგში, როგორც მეორე მონაწილეს, მას [კელი დეგნანს] ეკუთვნის პირველი სიტყვა, მით უმეტეს, როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, თავად ელჩს მოუთხოვია ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მისდამი საზოგადოებას ექნება შეკითხვა და ის თავად გასცემს პასუხს, რას ეხებოდა, რატომ იყო მოთხოვნა საჭირო.
მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა,მინისტრები, მათ შორის, მეც, არათუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრილვართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს. მით უმეტეს, რომ ხშირად, მას შემდეგ რაც ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, არაერთი ოპონენტი და პარტნიორი გამომცდელ კითხვას გვისვამს, როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი. უცნაურია, როცა ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმ პირთან", - თქვა თეა წულუკიანმა.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაია, სადაც განაცადა, რომ კელი დეგაგნის თხოვნით, მასსა და ელჩს შორის შეხვედრა 21 მარტს გაიმართა და ის სამ საათს გაგრძელდა.
ფოტო: RFE/RL