ეს არის ამ უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელება, - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის წერილს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.
„პირდაპირ საქართველოს ინტერესების მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ავრცელებს ბოლო თვეებია. ზოგადად კი წლებია, თავისუფლების იდეის დემონიზებას აკეთებს, თავისუფლებისა და თავისუფალი სამყაროსი, პუტინისტური პროპაგანდის პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერით. მაგრამ, ბოლო თვეებია ეს გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად, ასეთ ბოდვაში ვართ, რომ ეს კაცი და მისი გარემოცვა სერიოზულად გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ აშშ ჩვენ გვმტრობდა და ივანიშვილის გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ ის ისჯება. ამ ბოდვას ყველა მოქალაქემ მარტო ერთი შეფასება უნდა მისცეს - ეს ადამიანი საშიშია ყოველდღე, სანამ ის საქართველოს მართავს“, - ამბობს ბოკერია.