უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას გენერალური პროკურორობის კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეზოლუციის პროექტით ირკვევა, ეს არის დეპუტატი მმართველი პარტია "ხალხის მსახურიდან" ანდრიი კოსტინი.
კოსტინის განათლებით სამართალმცოდნეა, 2010 წლიდან არის ოდესის საკრებულოს დეპუტატი, ხოლო 2019 წელს აირჩიეს უმაღლეს რადაში.
17 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორს ირინა ვენედიქტოვასა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ივან ბაკანოვს თანამდებობიდან ათავისუფლებს.
19 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის პოსტიდან გადააყენა.