უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირინა ვენედიქტოვას გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილებას 264-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მანამდე, პარლამენტმა 265 ხმით, ივან ბაკანოვი გადააყენა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.
უმაღლეს რადას ვენედიქტოვასა და ბაკანოვის გადაყენების მოთხოვნით, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმართა.
17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბაკანოვი და ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით ზელენსკიმ თავისი გადაწყვეტილება ვიდეომიმართვისას განმარტა.
"დღეის მდგომარეობით, პროკურატურის, წინასწარი გამოძიებისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ღალატისა და კოლაბორაციონისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის 651 საქმეა აღძრული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რიგი და უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები, სერიოზულ კითხვებს ბადებს შესაბამის ლიდერების მიმართ. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების შესახებ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს 2019 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. ირინა ვენედიქტოვა 2020 წლის მარტში გახდა გენერალური პროკურორი.