თბილისის მერი და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმიანება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშს, რომლის თანახმადაც, მაღალი დონის "ელიტური" კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
კალაძის თქმით, ეს არის სიცრუის ტირაჟირება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
"ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ჩვეულებრივი სიცრუე, როდესაც ხდება სიცრუის ტირაჟირება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და დარწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე", - განაცხადა კახა კალაძემ.