აშშ-ს საქართველოს მიმართ უცვლელი დამოკიდებულება აქვს და ეს ოფიციალურ და არაოფიციალურ ჩანაწერებში დადასტურდა - ამის შესახებ კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ გააკეთა.
ფილიპ კროულიმ ვაშინგტონის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოხატა და ასტანაში მიმდინარე სამიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
საუბარი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზეც.
`სახელმწიფო მდივანს დღეს ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან. ცხადია ეს ხაზს უსვამს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დარწმუნებული ვარ, ეს იყო განხილვის მთავარი თემაც. ჩვენ საჯაროდ იმასვე ვამბობთ, რასაც პირად საუბრებში. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ეუთო ამ მხარდაჭერის საკითხში მთავარ როლს ასრულებს", - განაცხადა კროულიმ.