მიშა სააკაშვილის გარეშე ხართ "ზერო", ნოლი, იმიტომ რომ, თქვენ გაქვთ მოღალატის პროცესში სულ, მუდმივად ადგილი, - ასე მიმართა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტვ "პირველის" ეთერში "ევროპული საქართველოს" წევრს ლაშა დამენიას.
"მიშა სააკაშვილის გარეშე ხართ "ზერო", ნოლი, იმიტომ რომ, თქვენ გაქვთ მოღალატის პროცესში სულ, მუდმივად ადგილი. ამას აკეთებთ ერთად, სრულად მლიანად ევროპული საქართველო, რამდენი ცალიც ხართ. დღეს საქართველოსთვის არის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პრობლემა, არავის არ აინტერესებს, თქვენ რამდენს დაითრევთ ქულას და კვოტას - არც მე თამარ ჩარკვიანს, ჩირად არ მიღირს პოლიტიკა, თუ ამოვყავი თავი რუსულ წუმპეში. თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ მანდატი გქონდეთ, ისე შევარდებით, როგორც 2016 წელს შევარდით პარლამენტში. ყველამ იცის საქართველოში ბოკერიას ნარატივი, რომ გამხლეჩვის პოზიციაზეა... ბოკერია მუდმივად ბიძინას და კობახიძის ნარატივს ახმოვანებს", - თქვა ჩარკვიანმა.