რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში რუსეთმა მიიტანა.
ზახაროვას მტკიცებით, "კალიბრის" ტიპის რაკეტებმა ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს.
"კალიბრის" რაკეტებმა ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს, მაღალი სიზუსტის დარტყმით გაგზავნეს რა უკრაინული სამხედრო გემი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე", - წერს ზახაროვა.
შეგახსენებთ, 23 ივლისს, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
დაბომბვიდან მალევე გავრცელდა ცნობა, სარაკეტო თავდასხმას არ დაუზიანებია პორტში მდებარე მარცვლელის შესანახი საცავები. ოდესის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობას არ დაუსახელებია.
პორტის დაბომბვა მკაცრად დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.