ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ან ავტორობით გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე განთავსება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია სასკოლო სახელმძღვანელოებზე, ბროშურებზე, ბუკლეტებზე, ლიფლეტებზე, ბარათებზე, გზამკვლევებზე, ინსტრუქციებზე და ა.შ. განთავსდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კანონპროექტის ავტორმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განუცხადა, ინიციატივის მიზანი ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდაა. კერძოდ კი, საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის, ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად დაახლებით 400 ათასი ადამიანის გამოდევნის და დაახლოებით 30 ათასი ადამიანის დაღუპვის ფაქტების მუდმივი შეხსენებაა. ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობა და მისი მობილიზება რუსული ოკუპაციის დასამთავრებლად.
მალაშხიას თქმით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა სამთავრობო დონეზე და საპარლამენტო კომიტეტებში მოხდება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე 8-11 თებერვალს გავა.