საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ პალესტინის ავტონომიის წევრებს ვიზებს არ მისცემს, აღნიშნა, რომ სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებაზე შეზღუდვები არ უნდა იყოს. იუწყება AFP.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს“, - განაცხადა ბარომ დანიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
კოპენჰაგენში მყოფმა რამდენიმე მინისტრმა მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების მოხსნას.
შეგახსენებთ, აშშ-მა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ უარი თქვა პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე.