დღეს, 2 დეკემბერს, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს წევრები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგებს მოისმენენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში საბჭოს წევრებს შუალედურ დასკვნას კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებისა და გარემოებების დამდგენი დროებითი საპარლამენტო კომისია დაახლოებით ერთი წელია რაც შეიქმნა.