შეერთებული შტატების ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი ეხმიანება რუსეთის არმიის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას.
ბრინკის განცხადებით, [მარცვლელულის ექსპორტზე] შეთანხმებიდან ერთ დღეში ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
"აღმაშფოთებელია. "სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, რუსეთი თავს ესხმის საპორტო ქალაქ ოდესას. კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს", - წერს ბრინკი "ტვიტერში.
შეგახსნებეთ, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
"მტერმა იერიში მიიტანა ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტის წინააღმდეგ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. ორი რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ, ორი პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა", - იტყობინება უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი".
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.