რეჟისორი ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. იტყობინება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ბათუმის დრამატული თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარუდგინა.
ქანთარია თეატრს 1 აგვისტოდან უხელმძღვანელებს.
ნუკრი ქანთარია "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტში, 2012-2016 და 2016-2020 წლებში. წარსულში მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორად და თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.