დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის წინააღდეგ სანქციების მორიგ პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
ლონდონის გადაწყვეტილებით, რუსული ოქროს, ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტზე ემბარგო დაწესდა.
ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა 10 აგვისტოდან, ხოლო ნავთობის იმპორტის აკრძალვა 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.
"აკრძალულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ქვანახშირის ნაწარმისა და ოქროს იმპორტი, და ამ საქონლის პირდაპირი თუ ირიბი შეძენა. ასევე აკრძალულია ამ საქონლის ტექნიკური, ფინანსური და საშუამავლო მომსახურებაც", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ბოლოს, ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 23 ივნისს გააფართოვა. მაშინ ლონდონმა აკრძალა რუსეთში თვითმფრინავის საწვავის, ნავთობისა და მის გადამუშავებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების, ასევე ეროვნული ვალუტის, გირვანქა სტერლინგის მიწოდება.