"სიმართლე გითხრათ, მე არ მახსენდება ამასთან მიახლოვებული ხარისხის თავდასხმებიც კი დასავლეთზე, თავისუფალ სამყაროზე, მათ ელჩებზე საქართველოში როდესმე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ", - ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კობახიძის კარლ ჰარცელზე გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება ერთი ადამიანის, ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დაზიანებით.
"ჩვენი ქვეყნის ინტერესია თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია, რომ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ და უსაფრთხოების მოპოვება გარე მტრისგან, ხოლო ეს ხალხი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა საკუთარი ძალაუფლებისთვის წირავს ამ ინტერესებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.