"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მის პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ამ საქმეში მთავარი პოლიტიკური მდგენელია. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის არ ეძებს თავისუფლებას, არამედ სიმართლეს და სამართლიანობას.
გვარამიამ აღნიშნა, რომ მისთვის უმნიშვნელოა იჯდება ციხეში, თუ გარეთ იქნება და სასჯელის ჯარიმით შეიცვლება.
"ეს დოკუმენტები არ იკვლევა, სამართლებრივი შეფასება ამ განაჩენის, იმ მიზნით, რომ შეფასება მოხდეს პოლიტიკური მდგენელის ამ საქმის, პოლიტიკური მდგენელი ჩემთვის ყველაზე გადამწყვეტია, ამ სიტუაციაში მე ნამდვილად არ ვეძებ თავისუფლებას, მე ვეძებ სიმართლეს და სამართლიანობას, ჩემთვის ეს არის თავისუფლება. მე ვეძებ გამამართლებელ განაჩენს და არა გადაკვალიფიცირებას, ან სასჯელის შეცვლას პატიმრობიდან ჯარიმით, ჩემთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა იქ ვზივარ თუ გარეთ ვარ ჯარიმით, იმიტომ, რომ მე ვეძებ გამამართლებელ განაჩენს და ნებისმიერი ადამიანი, პროკურორი იქნება ეს თუ მოსამართლე, ვინც ამ გზაზე უსამართლოდ დამიდგება წინ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არა მხოლოდ ამ გზიდან გავწიო, საერთოდ ყველანაირი გზიდან გავწიო, ამას პირდაპირ ვამბობ, არაფერ პირადს არ ვგულისხმობ, პირდაპირ ვამბობ, ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის, ჩემი შვილი ზის აქ, ჩემი ცოლი ზის, ჩემი მეგობრები სხედან, მე არავის არ მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ რაც არ უნდა იყოს დანაშაული, თუნდაც მცირე, ამაში ვიყო ბრალდებული", - ამბობს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, ამიტომ ითხოვს დაცვის მხარე ომბუდსმენის მიერ მომზადებული დასკვნის, ასევე, არასამთავრობოების შეფასებების საქმეზე დართვას.
ნიკა გვარამიას განცხადებითვე, ლაშა ჩხიკვაძის აცილების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა არასამართლიანი სასამართლოს ნაწილში, რის გამოც სურთ ვიდეო მასალების დართვა.
გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართელოში 220-ე მუხლისთვის გასამართლებული ადამიანებიდან საპატიმრო სასჯელი მისჯილი არავის აქვს და ეს რის დევიაციური ქცევა, რაც ცხადყოფს პოლიტიკურ დაკვეთას. ამ არგუმენტით, ის ფიქრობს, რომ საქმეს სტატისტიკური მონაცემებიც უნდა დაერთოს.