სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა დღეს პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გოგაშვილმა, სავარაუდოდ დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.
„ბატონმა გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. აგრეთვე, ის თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების“ წევრებთან ონლაინ, დისტანციურად.
დასკვნა: სრულად ჩამოიშალა ოცნების ლეგიტიმაცია. არჩევნების გაყალბების მონაწილე ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში.
მალე დამთავრდება უკანონობა საქართველოში“, განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.