„არაფერს არსებითსა და სერიოზულს არ შეიძლება, რომ საზოგადოება ველოდეთ ამ სხდგომისგან, მიუხედავად იმისა შედგება თუ არა”, - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და სხვა საპარლამენტო ჯგუფების ასეთი მონდომება, რომ რაღაც მოლოდინები შეუქმნან საზოგადოებას, რომ ამ გზით შეიძლება რამე გამოვიდეს და მორიგ ჯერზე თქვან, რომ კიდევ ერთხე ამხილა საკუთარი თავი ივანიშვილის რეჟიმმა. ეს არასერიოზულია და საზოგადოება ამას სერიოზულად ვერ მიიღებს” - განაცხადა გიგა ბოკერიამ
მისი თქმით, ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ ის მარტივი, მძიმე ჭეშმარიტება, რომ სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა ფლობს ძალაუფლებას, მანამდე ჩვენ ვერ გადავდგამთ ჩვენთვის ისტორიულად საჭირო ნაბიჯს თავისუფალი სამყაროსკენ, ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისკენ. ეს არის რეალობა და ზურაბიშვილის განცხადებებიც მეათასეხარისხოვანია ამ ვითარებაში.
„მოვა ის დღე, როცა ამ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა აქტიურად დაიკავებს პოზიციას არჩევნებისთვისა და არჩევნებზე ამ რეჟიმის ძალაუფლებიდან მოსაშორებლად, მაშინ ვიფიქროთ უკვე რომელი ფიგურა შეძლება რაიმე ინსტრუმენტი იყოს ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილების პროცესში”, - გიგა ბოკერია