უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ამავდროულად, საელჩო ურჩევს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან.
ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამერიკის საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, მოერიდონ ხალხის მასობრივ შეკრებებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს.
„უსაფრთხოების ვითარება მთელ უკრაინაში კვლავ ძალადობრივი და არაპროგნოზირებადია, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო თავდასხმების გამო. მოერიდეთ დიდ შეკრებებსა და ორგანიზებულ ღონისძიებებს, რადგან ისინი რუსეთის სამხედრო იერიშების სამიზნეები შეიძლება გახდნენ, მათ შორის [უკრაინის] დასავლეთ რეგიონებში“, - ნათქვამია 14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ეს პირველი ასეთი გამაფრთხილებელი განცხადებაა, რომელიც კიევში აშშ-ის საელომ ბოლო 3 თვის განმავლობაში გაავრცელა.