„მოსმენების ფაქტი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, მკაფიო დადასტურებაა, თუ რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში ამ თვალსაზრისითაც.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თამჯდომარე, გიგი წერეთელი ტელევიზიაში არსებული მოსმენების ფაილების გავრცელებას
საზოგადოებას ახსოვს არასამთავრობო სექტორის, მედიის და მათ შორის, ოპოზიციის ძალიან დიდი ბრძოლა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან კანონის მონოპოლიზება ხდებოდა.
მისი თქმით მაშინ კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს მოსმენებისთვის ყველანაირ კარს გახსნიდა და ჩვენ ამას ვხედავთ დღეს, რომ არ გავა წელი ასეთი სკანდალი რომ არ იყოს. ვხედავთ უკვე, რომ ჟურნალისტებისს არა მხოლოდ პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი, არამედ უკვე მათ სამუშაო ოთახებში ჩაწერებზე და ა.შ
„მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ მხარი დაგვიჭირონ ევროინტეგრაციის პროცესში, ხელისუფლება მუდმივად საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო ავტორიტარული ქვეყნის, საზოგადოებისა და რეჟიმის გამოვლინება და ინდიკატორი, როდესაც ხდება ამ მასშტაბის საყოველთაო მოსმენები”, - განაცხადა გიგი წერეთელმა