„ევროკომისიის ნაცვლად მე ან სხვა მოტივაციის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ამაში ლოგიკაც არის. ეს დრო, რომელიც საქართველოს აქვს, რომ გააღწიოს ამ ჭაობიდან, არ არის ექვსი თვით შემოფარგლული.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილების თარიღის 2023 წლამდე ცვლილებას.
მისი თქმით, ეს უნდა ყოფილიყო პირველადი ტესტი და სრულიად არარეალური ტესტია ამ რეჟიმის ყოფნის პირობებში. სანამ ივანიშვილია, არსებითი პროგრესის 6 თვეში დემონსტრირებაზე საუბარი ზედმეტია, სრულიად არარელაური იყო, მერეც გვექნებოდა შანსი.
„ამიტომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, კიდევ უფრო მკაფიოა, რომ ჩვენ გვაქვს დრო ამ რეჟიმის მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩამოსაცილებლად, ოღონდ ეს დრო არ არის უსასრულო.“ - გიგა ბოკერია