საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.
კვირიკაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ღარიბაშვილს "ისტორიის დამახინჯება".
"წერილში მოტანილი ,,ქართუდან" წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია "ფორმულასთან".
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილსაც შეეხო. მისი თქმით, 2011 წელს კვირიკაშვილმა ზეწოლას ვერ გაუძლო და "ქართუ ფონდი" დატოვა.