"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას წარმომადგენლობით სახალხო კრების ეშინია.
ბურჯანაძის თქმით, მისი მოძრაობა ყველა რესურსითYჩაერთვება სახალხო კრების საქმიანობაში.
"სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ ორშაბათს გამართულ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. დღეიდან ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კომიტეტებს. ეს კომიტეტები ჯერ შეიქმნება თბილისის ყველა რაიონში, ხოლო შემდეგ მთელ საქართველოში. სახალხო კრება მთლიანად მობილიზებულია ასამოქმედებლად იმ გადაწყვეტილებების, რომელიც 25 ნოემბრის წინ პარლამენტის წინ გამართულ სახალხო კრებაზე იქნა მიღებული", - განაცხადა სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს კლუბში.
ბურჯანაძის თქმით, კრება დაგეგმილად მუშაობს და არანაირი ემოციური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.