სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმლდონის ტურნირის ფინალში ავსტრალიის წარმომადგენელს, ნიკ კირიოსს სძლია.
შეხვედრა 3 საათსა და 4 წუთს გარძელდა და დასრულდა ანგარიშით 4:6, 6:3, 6:4, 7:6 სერბი ჩემპიონის გამარჯვებით.
ჯოკოვიჩი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მესამე ადგილზეა, კირიოსი 40-ზე.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეოთხედ და კარიერაში მეშვიდედ მოიგო უიმბლდონის ტურნირი. ჯამში 35 წლის სერბ ჩოგბურთელს გრანდ სლემის 21 ტურნირი აქვს მოგებული.
27 წლის კირიოსი პირველად გავიდა გრანდ სლემის ტურნირის ფინალში. მანამდე, მისი საუკეთესო შედეგი 2015 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედ ფინალში გასვლა იყო.
კირიოსი უიმბლდონის ფინალში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც რაფაელ ნადალი ტრავმის გამო ტურნირს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.