კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობებმა, თაკო მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვეს.
მსახიობებს ჯილდო იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში "ჩემი ოთახი" შესრულებული როლისთვის გადაეცათ.
ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.
"ჩემი ოთახი" გერმანულ-ქართული ერთობლივი პროდუქციაა.
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთეო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ირანელი კინორეჟისორის, სადაფ ფორუღის კინოსურათმა "ზაფხული იმედით."
საუკეთესო რეჟისურისთვის ფესტივალის პრიზი გადაეცა ბეატა პარკანოვას, ჩეხ კინორეჟისორს, ფილმისთვის "სიტყვა".