"ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ძალიან სახიფათო ეტაპზე, ძალიან ცუდ ფაზაში შესული, როცა ღია ომი გამოაცხადა დასავლეთთან", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აშშ-ს ელჩზე გაკეთებულ განცხადებებს
"ჩვენ ამას ვხედავთ, ის განცხადებები რაც ამერიკის ელჩის საწინააღმდეგოდ ისმის, ის განცხადებები, რომელსაც ვითომ და ოცნებიდან გასული ჯგუფი აკეთებს.
რეალურად ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ საკითხს, რომ ამ პროცესში ივანიშვილი რაღაცნაირად არ დაზიანდეს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.