რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ეხმიანება გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმადაც კანადამ რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
"პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ", - დაწერა ტელეგრამის არხზე, თავადაც არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებულმა ზახაროვამ.
8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კანადამ კრემლის პროპაგანდისტებს, მათ შორის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა.
მანამდე, პატრიარქის წინააღდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.