ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ბოდვა გრძელდება. აღწერაც კი ძნელია, ანუ არ გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენს პარტნიორებს ეუბნება, თუ საქართველოსთვის კარგი გინდათ, უნდა გაგვისწოროთ, ჩვენს რეჟიმს უნდა შეეგუოთ და მაშინ შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთ. ასევე ოპოზიციასაც ეუბნება, რომ რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის გამოსვლას.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ვერ ხვდება, რომ ქვეყნის ტრანსფორმაცია და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება ასე არ ხდება. ჩვენ ყველა ეს ბოდვა მხოლოდ უნდა შევაფასოთ და ყველა სხვა მხრივ დავაინგოროთ.
"ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ იმ ფონზე, როცა გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ესმის, რომ საქართველოს ევროპული, თავისუფალი, უსაფრთხო მომავალი ივანიშვილის რეჟიმთან შეუთავსებელია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. იმ ზღვარს უნდა მივაღწიოთ, როცა არჩევნების გზით იძულებული იქნება შეეგუოს ძალაუფლების დათმობას და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარივით წყალს უნდა გავატანოთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.