პოლიტიკიდან წასვლისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარის აქტივებს, ხოლო დანარჩენი თანხა, მათ შორის Credit Suisse-ში განთავსებული თანხები, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს, სურს, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა
„ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. მათ შორის, რატომ არის ამაში ჩართული დავით არახამია, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება თვითონ ბიძინა ივანიშვილის თანხებს, მან პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა, რომ იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარის აქტივებს, ხოლო დანარჩენი თანხა, მათ შორის Credit Suisse-ში განთავსებული თანხები, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს, სურს, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. დაგეგმილი აქვს უამრავი პროექტი: მათ შორის არის ტაძრების მოვლა-პატრონობა და აღდგენა, თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ა.შ. ეს პროექტი დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც ჯერ თავის ქვეყანას შეუქმნა სერიოზული პრობლემები, ახლა კი სურს, მსგავსი პრობლემები შეუქმნას საქართველოსაც“, - განაცხადა კობახიძემ.