პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" რიგებიდან ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ ზაფხულით სარგებლობის ნაცვლად, პარლამენტის მთელი შემადგენლობა ოთახებში ზის და კოლოსალურ სამუშაობს ეწევა. ზავრადაშვილმა ზაფხულის ცხელ დღეებში მუშაობასთან დაკავშირებით წუხილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოთქვა.
"მინდა დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა, რომ ზაფხულის ამ ცხელ დღეებში პარლამენტის მთელი შემადგენლობა სამუშაო ოთახებში ზის და ნაცვლად იმისა, რომ ზაფხულით ესარგებლა, მთელ რიგ კოლოსალურ სამუშაოებს ეწევა იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე კანონპროექტების მთელი რიგი ჩამონათვალი იყოს მზად, რათა ჩვენი საუკუნოვანი სურვილი დეკემბრის ბოლოს იქნას ასრულებული", - თქვა ზავრადაშვილმა.