„ამ ბოდვებს ყურადღება არ მივაქციოთ, მითუმეტეს დეტალებს რა იტყვის ივანიშვილის მორიგი მასხარა. ეს ადამიანები არც ფაქტებს არ სცემენ პატივს, არც საკუთარ თავებს და არც საზოგადოებას.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.
მისი თქმით, ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ მთავარ ამოცანაზე. ეს არის ამ ქვეყნის თავისუფლებასა და სამშვიდობოზე გასვლა. ასევე ბევრი მოქალაქისთვის ამ მარტივი მძიმე რეალობის ახსნა, რომ ივანიშვილი და ყველა მისი სამარცხვინო მასხარა ჩვენი ევროპული, თავისუფალი, ღირსეული, დაცული, უსაფრთხო მომავალი არის შეუთავსებელი.
„ივანიშვილი და ეს ხალხი ნიშნავს პუტინის ჭაობში ჩარჩენას და მათი მშვიდობიანი გზით მოშორება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მშვიდობიანი მისია შევასრულოთ. ამაზე უნდა ვიყოთ მხოლოდ ფოკუსირებულნი.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.