აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
"გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენასა და მით უმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ არ აპირებს. ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს", - თქვა რიჟვაძემ.
3 ივლისს მოძრაობა სირცხვილიამ პარლამენტთან აქცია შინ ევროპისკენ გამართა.