აქცია "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს.
"დღევანდელი ჩვენი დემონსტრაცია ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ ცხადია, არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - თქვა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ლაშა ბუღაძემ.