თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი. იტყობინება ანკარაში უკრაინის ელჩი ვასილ ბოდნარი.
"ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა, გემი ახლა დგას პორტის შესასვლელთან. ის თურქეთის საბაჟო ორგანოებმა დააკავეს. ხვალ გაიმართება უწყებათაშორისი შეხვედრა, რომელზეც გადაწყდება ამ გემის ბედი", - განაცხადა ბოდნარმა.
ელჩ ბოდნარის განცხადებით, უკრაინა მოელის, რომ ანკარა მოახდენს ტვირთის კონფისკაციას და უკრაინული მარცვლეულის მოპარვაში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას.
"ამ გემთან დაკავშირებით სიტუაცია განსაკუთრებულია, რადგან ის იყო პირველი, ვინც სცადა დროებით დაკავებული პორტის გამოყენება და თურქეთის პორტში შესვლა. ეს არალეგალურია და დიდი თავხედობაა იმის მცდელობა, რომ გაჭრა დერეფანი, რათა ისარგებლო შემთხვევით და გაიტანო ქონება", - თქვა ბოდნარმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის ხელისუფლება განცხადება არ გაუვრცელებია.
შეგახსენებტ, 1-ელ ივლისს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა თურქეთის იუსტიციის სამინისტროს თხოვნით, დაეკავებინა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, რომელიც "მონაწილეობდა ბერდიანსკიდან უკრაინული მარცვლეულის უკანონო ექსპორტში".