"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმიანება მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" გეგმას, რომელიც ევროკავშირის 12 პირობის შესრულებას ეხება.
ბოკერიას განცხადებით, "ქართული ოცნების" წარმოდგენილი გეგმა არის ცინიზმი.
"იმ ფონზე, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რა კურსიც აქვს ივანიშვილის რეჟიმს აღებული, ეს წინადადება არის უბრალოდ ცინიზმი და სერიოზულად არც კი უნდა განვიხილოთ არავინ ჩემი აზრით. თუ ხდება საოცრება, ივანიშვილი გონს მოეგო და ყველაფერი იცვლება, ამას ვიხილავთ, თუმცა საოცრებაზე გათვლა არ შეიძლება. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ამოცანა, რომ საზოგადოების მობილიზებით ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა", - ამბობს ბოკერია.