„იმ ფონზე, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რა კურსიც აქვს ივანიშვილის რეჟიმს აღებული, ეს წინადადება არის უბრალოდ ცინიზმი და სერიოზულად არც კი უნდა განვიხილოთ არავინ ჩემი აზრით.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.
მისი თქმით, თუ ხდება საოცრება, ივანიშვილი გონს მოეგო და ყველაფერი იცვლება, ამას ვიხილავთ, თუმცა საოცრებაზე გათვლა არ შეიძლება.
„ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ამოცანა, რომ საზოგადოების მობილიზებით ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.