დღეს, 1-ელ დეკემბერს, 11:00 საათზე ხორცის პირველადი გადამამუშავებელი საწარმო "იბერმით-ჯორჯია" თბილისში მეორე მაღაზიას გახსნის. გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა სინაურიძე დაესწრებიან. ხორცის სპეციალიზებული მაღაზია საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას # 37-ში იხსნება.
"იბერმით-ჯორჯიას" მაღაზიათა ქსელი "იბერულას" სახელითაა წარმოდგენილი. თბილისში პირველი მაღაზია 6 ნოემბერს ყაზბეგის გამზირზე, # 6-ში გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ხორცის ახლად გახსნილი პირველადი გადამამუშავებელი საწარმო საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. საწარმოში რუსეთის აგრესიის დროს დაზარალებული 100-მდე ადამიანი მუშაობს, სამომავლოდ კი კიდევ 300-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.
ქარხანა "იბერმით-ჯორჯია" ქართველ გლეხებს სიახლეს სთავაზობს: გლეხებს აღარ მოუწევთ რაიონში ჩასვლა პირუტყვის გასაყიდად. ქარხანას თავისი წარმომადგენლები ეყოლება, რომლებიც თავად შეიძენენ პირუტყვს საბაზრო ფასად.
"იბერმით-ჯორჯია" ქართული ინვესტიციაა და მისი აშენება 10 მილიონი ლარი დაჯდა.