მგონი, პარტიის შიგნით ისეთი გარემოა შექმნილი, რომ სიმართლის ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, ხალხი გარეთ გადის, სიმართლეს ამბობენ და ბრუნდებიან, – ასე ეხმიანება „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას.
„ეს სამი დეპუტატი რაიმეს რომ იტყვის, „ქართული ოცნების“ ნათქვამი არ იქნება? – მგონი, პარტიის შიგნით ისეთი გარემოა შექმნილი, რომ სიმართლის ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, ხალხი გარეთ გადის, სიმართლეს ამბობენ და ბრუნდებიან. ალბათ, ეს ადამიანები არაფორმალურ მმართველობაზე დაიწყებენ საჯაროდ საუბარს. ველოდები, რომ ეს სამეული მთელ დასავლეთს ფარდას ახდის და ქართველ ხალხს აჩვენებენ, რა ბოროტება იმალება ფარდის უკან. ხუნდაძეს, სუბარს და ყაველაშვილს მოვუსმინოთ და მეტს გავიგებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.