დღეს, 1-ელ დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ეუთოს სამიტი გაიხსნება. სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად ყაზახეთში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლებიც გაემგზავრბიან. სამიტს საგარეო საქამეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც დაესწრება.
"1-2 დეკემბერს ეუთოს სამიტზე უნდა მიიღონ ერთობლივი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ეუთოს ქვეყნების მიერ ახალი უსაფრთხოების ნორმები. საქართველოს დელეგაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს საკითხი აღნიშნულ დოკუმენტში ადეკვატურად ასახონ," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ეუთოს წევრია, საქართველოს ინტერესების გატარება საკმაოდ ძნელი იქნება, თუმცა ქართული მხარე ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
კალანდაძის ინფორმაციით, ასტანაში ეუთოს სამიტის ფარგლებში სუამის სხდომაც გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის ოთხივე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. სხდომაზე საქართველოსთვის აქტუალური საკითხები განიხილება.