ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ, შესაბამისი გეგმის შესრულება იყო მთავარი საკითხი ამ მიმართულებით. ვადები, პასუხისმგებელი პირები, უწყებები თუ სუბიექტები - ამის შესრულება, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
"უახლოეს დღეებში გაცნობებთ, შეიკრიბება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და დეტალურად გავწერთ, პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს, ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით არანაირ პრობლემას არ შევქმნით", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები უნდა დააკმაყოფილოს.