ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს პირობების ფართო ჩამონათვალს.
პირობები, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს:
• პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;
უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულების გაძლიერება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; საარჩევნო ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესება, ეუთო/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ამ პროცესებში.
• მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებულია ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემის სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა მთლიანად სასამართლო ინსტიტუციური ჯაჭვის კონტექსტში. ასევე უზრუნველყოს უფლებამოსილებების დანაწილება. კერძოდ, უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესში; განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
• გააძლიეროს მისი ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრი განხილვის მიზნით; განხორციელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
• განახორციელოს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენისა და პრივილეგირებული ინტერესების აღმოფხვრის გზით;
• გააძლიეროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, კერძოდ, სრულყოფილი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებების სანდო ჩანაწერების უზრუნველყოფის გზით; მოახდინოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გარანტირება.
• განახორციელოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების მიმართა საფრთხის არსებობის შემთხვევაში;
• სწრაფი ნაბიჯები გადადგას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, დამნაშავეებისა და ძალადობის წამქეზებელთა სასამართლოს წინაშე უფრო ეფექტურად წარდგენით;
• გააძლიეროს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში;
• უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
• მიიღონ კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
• გარანტია, რომ დამოუკიდებელ ადამიანს მიეცემა პრეფერენცია ახალი სახალხო დამცველის ნომინაციის პროცესში, რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და ომბუდსმენის ოფისის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი.
ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს პრიორიტეტების შესრულების ნაწილში, რის შესახებაც მოხსენებას 2022 წლის ბოლომდე გააკეთებს.