შვეიცარიის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური საქმიანობა ყვავის ევროპის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო. ამის შესახებ ნათქვამია, სპეცსამსახურების ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ შვეიცარიის ქალაქი ჟენევა რუსეთის ფარული საქმიანობის ცენტრად იქცა, სადაც "ჯაშუშობის დონე მაღალია და მუდმივად იზრდება", რუსი აგენტების რაოდენობა კი "განსაკუთრებით დიდია".
"ჩვენი შეფასებით, რამდენიმე ოფიცერი [რუსეთის დაზვერვის] მუშაობს ჟენევაში რუსეთის დიპლომატიურ და საკონსულოს წარმომადგენლობაში", - ნათქვამია შვეიცარიის დაზვერვის ფედერალური სამსახურის ანგარიშში.
ჟენევაში რუსი ჯაშუშების უმეტესობა დაკავებულია სხვა დიპლომატიური დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლების გადაბირებით მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაციების მისაღებად. შვეიცარიის დაზვერვის მონაცემებით, ერთ რუს ჯაშუშზე სამიდან ხუთამდე "გადაბირებული" მოდის.
"აგენტების გარდა ჟენევასა და მის შემოგარებში ცხოვრობს და მუშაობს უცხოეთის სპეცსამსახურების უამრავი სავარაუდო წყარო და თანამოაზრე. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ოფიციალურად უცხოური სპეცსამსახურების ყოფილი ან გადამდგარი თანამშრომლები ჟენევაში ან გარეუბანში ოჯახებით დასახლდნენ", - ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ჟენევის მიმზიდველობის მიზეზი არის ის, რომ ქალაქში განთავსებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინა ან წარმომადგენლობები, კერძოდ, გაერო, ასევე ახლოს არის საფრანგეთის საზღვარი, რომლის წყალობითაც ისინი ადვილად გადადიან ევროპის სხვა ქვეყნებში.
შვეიცარიის დაზვერვის ფედერალური სამსახური ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიყენოს სხვა კანონიერი საშუალებები, რათა ქვეყანა არ გადაიქცეს კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად რუსი აგენტებისთვის.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარია ერთ-ერთია ევროპის მცირერიცხოვან ქვეყანას შორის, რომლემაც უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ რუსი დიპლომატები არ გააძევა. ამასთან, შვეიცარია შეერთებულია ევროკავშირის ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ.