ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მოკავშირეები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მხარდამჭერ ახალ პაკეტებს მიიღებენ.
სტოლტენბერგის თქმით, მხარდამჭერი პაკეტების მიღება იგეგმება ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის.
"მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის - საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი.